ჯინ კირბი: ვაშინგტონი აშშ-ში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს

WASHINGTON, DC - MARCH 02: John Kirby, Coordinator for Strategic Communications at the National Security Council, answers questions during the daily press briefing at the White House on March 2, 2023 in Washington, DC. Kirby answered a range of questions primarily related to the ongoing war in Ukraine during the briefing. (Photo by Win McNamee/Getty Images)

ვაშინგტონი აშშ-ში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CNN-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების გაზრდას.

„ჩვენ დავინახეთ ამ ომის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა, კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენ ამაზე ფოკუსირებულნი ვიქნებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით ნატოს მოკავშირეებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბრძოლა ნატოს მრავალი მოკავშირის კართან მიმდინარეობს“, – აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, ეს ასევე მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

„თუ ზოგიერთი ამერიკელი არ თვლის ასე, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ უმოქმედოდ ვიქნებით და მივცემთ პუტინს ნებას, აიღოს უკრაინა, მაშინ სად იქნება შემდეგი გაჩერება?“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

გასულ კვირას CNN-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ კონგრესმა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსება არ უნდა დაუშვას, 45% კი ფიქრობს, რომ კონგრესმა ასეთი დაფინანსება უნდა დაამტკიცოს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად უკვე საკმარისი გააკეთა,  ხოლო 48% აცხადებს, რომ ამერიკამ მეტი უნდა გააკეთოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები