მოსკოვის მახლობლად, ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, სერგიევ პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

„ამ დროისთვის 60 დაშავებულია, 8 კი დაკარგულია, ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს“, – წერს ოლქის ხელმძღვანელი, დიმიტრი აკულოვი „ტელეგრამზე“.

მისივე თქმით, აფეთქების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა, ზარალს ექსპერტები აფასებენ.

ცნობისთვის, სერგიევ პოსადში ძლიერი აფეთქება დღეს, 9 აგვისტოს მოხდა. ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე, ეპიცენტრი პიროტექნიკის საწყობი გახდა, რომლის ფართობი 1600 კვადრატული მეტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები