ნინო თანდილაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ამის წინსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია
“როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ასეთი კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, ამის წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ სტიქიურ პროცესთან. სავარაუდოდ ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასა ჩამოწვა, მოხდა მყინვართან შეჯახება და ამან გამოიწვია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი, რომელიც განვითარდა ხეობაში. მსგავსი ტიპის მოვლენის წინასწარ პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.