საფრანგეთში შშმ პირთა ხანძარს, სავარაუდოდ 11 ადამიანი ემსვხერპლა

საფრანგეთში, ზემო რეინის დეპარტამენტის, ქალაქ ვენცენაიმში შშმ პირთა სახლში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად, შესაძლოა 11 ადამიანი იყოს დაღუპული.
სახლში 20-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობდა, მათგან 17-ის ევაკუირება მოხერხდა.
ამის შესახებ France TV Info წერს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 06:00 საათზე მოხდა. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ქვეყნის პრემიერმინისტრი, ელიზაბეთ ბორნი მიემგზავრება.
ზემო რეინის დეპარტამენტის პრეფექტურის გენერალურმა მდივანმა, კრისტოფ მაროტმა განაცხადა, რომ 11 ადამიანს ამ დრომდე კავშირზე არ გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები