ჯაბა ზარქუა: თუ მოღალატეობრივი აქტია 8 აგვისტოს მიჩნევა რუსული აგრესიის დაწყების თარიღად, მაშინ ვინ აკეთებდა ამას წლების მანძილზე და რატომ??

“ისე, ერთი მოკრძალებული კითხვა მექნება: მთელი წლები 8 აგვისტოს რომ ვიხსენებდით ომის დაწყებას, მეხსიერება მღალატობს თუ მართლა ასე იყო კაცო? 08.08.08 არ ტრიალებდა ყველგან ოფიციოზის დონეზე?”, – ამის შესახებ ექიმი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხალხს უნდა აუხსნან იმ პირებმა, ვინც თავდაპირველად ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევდა, რატომ შეცვალეს მიდგომა და ბოლო წლებია, 7 აგვისტოს აღნიშნავენ.

“ისე, ერთი მოკრძალებული კითხვა მექნება: მთელი წლები 8 აგვისტოს რომ ვიხსენებდით ომის დაწყებას, მეხსიერება მღალატობს თუ მართლა ასე იყო კაცო? 08.08.08 არ ტრიალებდა ყველგან ოფიციოზის დონეზე? თუ ქვეყნისთვის ეს ცვლილება მნიშვნელოვანია და ახლა 7 აგვისტო უნდა ვთქვათ (მესმის არგუმენტები, კი ბატონო), ოკ, გავიგე! რაც მნიშვნელოვანია და ქვეყანას წაადგება მტერთან ბრძოლაში ეგ უნდა ვთქვათ და არც რიტორიკის შეცვლაა პრობლემა რომ შემთხვევით რუსული პროპაგანდის წისქვილზე არ დავასხათ წყალი, მაგრამ… ვინმეს სიტყვას ფასი აქვს ან ჰქონია ამ ქვეყანაში ამის დედა ვატირე? ხომ შეიძლება რომ ხალხს აგვიხსნას ეს ყველაფერი იმან, ვინც 8 აგვისტო მონიშნა რუსული აგრესიის დაწყების თარიღად და თქვას მკაფიოდ რომ მეგობრებო, არ იყო ეგ სწორი, ბოდიში, მივქარე, ამიტომ და ამიტომ 7 აგვისტოა რეალურად ომის დაწყების თარიღი და ახლა 8 აგვისტო რუსული პროპაგანდის ნარატივია მხოლოდ და ქვეყანას აზიანებსო. აბა ასე ვითომც არაფერი რაღაცების რადიკალური შეცვლით ვიჭრებით მერე რიგითი მოქალაქეები და საერთოდ ვეღარ ვხვდებით რაშია საქმე, ისევ ხალხი ილანძღება თან ბოლოს – რუსო რუსოს ძახილით დასდევენ ერთმანეთს ვიღაცების დაუფიქრებელი ტექნიკური გაუგებრობის თუ შეგნებული მოღალატეობრივი პოზიციების გამო, ჰოდა მაგ ვიღაცების ვირეშმაკა დედა ვატირე რომ გვამაიმუნებენ წლებია და ისევ ჩვენ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას ამაზე! თუ მოღალატეობრივი აქტია 8 აგვისტოს მიჩნევა რუსული აგრესიის დაწყების თარიღად, მაშინ ვინ აკეთებდა ამას წლების მანძილზე და რატომ??”, – წერს ზარქუა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები