“შოვის ტერიტორიაზე, 3 აგვისტოს სტიქიის შემდეგ დაფიქსირდა მყინვარის მიერ კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ლოდები” – გეოგრაფი კადრებს ავრცელებს

გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის განცხადებით, 3 აგვისტოს  შოვში, სტიქიის შემდეგ მყინვარის მიერ კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ლოდები დაფიქსირდა.

გეოგრაფი კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“კორორტ შოვის ტერიტორიაზე, 3 აგვისტოს სტიქიის შემდეგ დაფიქსირდა მყინვარის მიერ კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ლოდები”,- წერს დვალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები