“სტიქიამ გერმანიის რეგიონებში ათეულობით მთიანი სოფელი და რამდენიმე საკურორტო პატარა ქალაქი გაასწორა მიწასთან, წყალდიდობების შედეგად ადამიანები დაიღუპნენ ავსტრიასა და რუმინეთში” – ზურაბ თოიძე

მოქალაქე ზურაბ თოიძე სხვა ქვეყნებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩვენ ჩვენები გვყავს საგლოვი და სამძიმარიც სათქმელი, გერმანიამ და ბელგიამ ალბათ საკუთარი გამოიტირა, მაგრამ, ამ დილით გამახსენდა და …. 2021 წლის ივლისში უხვი ნალექის შედეგად უეცრად ადიდებული მდინარეების სტიქიამ გერმანიის ჩრდილოეთ რეინ – ვესტფალიისა და რეინალდპფალცის რეგიონებში ათეულობით მთიანი სოფელი და რამდენიმე საკურორტო პატარა ქალაქი გაასწორა მიწასთან, რომლებიც ცნობილი იყვნენ წითელი ღვინით, კაზინოებით და უნიკალური არქიტექტურით. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ყოფილი დედაქალაქის, ბონის ნაწილიც. კიოლნიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ერფტშტადტში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ერფტმა ასეულობით საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დასახლებული პუნქტები რამდენიმე წუთში ისე აღმოჩნდა წყლის ქვეშ, ხელისუფლებამ ხალხის გაფრთხილებაც ვერ მოასწრო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. რურის ოლქი რამდენიმე დღე იყო მოწყვეტილი დანარჩენი გერმანიისგან. 180 კაცი დაიღუპა მაშინ და 70-მდე დღესაც უგზოუკვლოდაა დაკარგული ….. რამდენიმე დღეში უხვი ნალექის გამო მსგავსი მოულოდნელი წყალდიდობა ამჯერად ბელგიის რამდენიმე რეგიონს დაატყდა თავს. 42 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიკარგა, 60-მდე ჰოსპიტალიზირებულ იქნა ….. იმავე პერიოდში წყალდიდობების შედეგად ადამიანები დაიღუპნენ ავსტრიასა და რუმინეთში. ….. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნებში საფუძვლიანად შეისწავლიდნენ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს, იმაშიც დარწმუნებული ვარ, ვერტალიოტებიც საკმარისი ეყოლებოდათ, გამართული სამაშველო სამსახურებიც და შეტყობინების სისტემებიც წყალდიდობების შემთხვევების შესატყობად ….

ყველაზე მეტად კი, იმაში ვარ დარწმუნებული, ამ ქვეყნების მოსახლეობა რომ ერთად დადგებოდა ამ კატასტროფების სალიკვიდაციოდ, ანუგეშებდა ერთმანეთს და დაელოდებოდა მიზეზების დადგენას ….. არა ბიჭო, იშოვიდნენ მიზეზს და მომენტს, ყველა გეოდეზისტი და მარკშეიდერი გახდებოდა, დაესეოდნენ ერთმანეთს ანგარიშსწორების მიზნით და შიგადაშიგ ტელეკამერებთან ნაღვლიანი სახეებით სამძიმარს გამოხატავდნენ ახალდანაყრებულები“,- წერს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები