შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ინფორმაციას შსს ადასტურებს. ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს შოვში 20 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეიდან სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი გაფართოვდება. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მობილიზებულია ათამდე პრიორიტეტულ ადგილზე. მათ შორისაა მჟავე წყლებისა და კოტეჯების ტერიტორია, სადაც სასადილო იყო აშენებული.