მოსკოვთან დრონების მორიგი თავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

„ქალაქში მოფრენის მცდელობა იყო. ორივე ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ. ერთი დომოდედოვოს რაიონში, მეორე მინსკის გზატკეცილის მიდამოებში,”- დაწერა მან.

სობიანინის თქმით, ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დრონებმა მოსკოვის რეგიონში ობიექტებზე თავდასხმა სცადეს, თუმცა განადგურდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები