თემურ მღებრიშვილი: მდინარე ჭანჭახის კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები

მდინარე ჭანჭახი სამძებრო სამუშაოების პრიორიტეტებში თავიდანვე იყო და ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„საერთო ჯამში, 8 ავტომობილია, რომელიც გაუჩინარებულია. გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ მდინარის კალაპოტში შეიძლება კიდევ იყოს აღმოჩენილი ცხედარი, ალბათობა დიდია. კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღმოვაჩინეთ ასევე ტანისამოსი და პირადი ნივთები და ესეც ეჭვს გვიმძაფრებს. მდინარე ჭანჭახი სამძებრო სამუშაოების პრიორიტეტებში თავიდანვე იყო. შეამჩნევდით ალბათ, რომ ყველა ხიდზე განლაგებულია მონიტორინგის ჯგუფები, ასევე გადაადგილდებიან კალაპოტშიც და სწორედ მონიტორინგის ჯგუფის მიერ იქნა ნანახი დღეს ცხედარი ხიდის ქვეშ და ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები