“რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის” – შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
“რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის” – შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:
“• ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში
• ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში
• ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე
• თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას
• ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს
დაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უწყებამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.
უწყება, მოქალაქეებს მოუწოდებს, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.