ირაკლი კობახიძე: სტიქია იყო სპონტანური და შესაბამისად, მისი პროგნოზირება, ჩემი ინფორმაციით, იყო შეუძლებელი
“რეალურად სტიქია იყო სპონტანური და შესაბამისად, მისი პროგნოზირება, ჩემი ინფორმაციით, იყო შეუძლებელი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილზე, მათ შორის რაჭაში არის 20 ასეთი შესაბამისი აპარატურა დამონტაჟებული.
რაც შეეხება კონკრეტულად შოვის ტერიტორიას, იქ წყლის მონიტორინგი ხორციელდებოდა და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ დღეების განმავლობაში, გარდა იმ რამდენიმე წუთისა, რომელიც უკავშირდებოდა თვითონ სტიქიას, არც ერთი წუთით არ დაფიქსირებულა წყლის დონის ან მატება ან კლება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სტიქიის პროგნოზირების საფუძველი.
რეალურად სტიქია იყო სპონტანური და შესაბამისად, მისი პროგნოზირება, ჩემი ინფორმაციით, იყო შეუძლებელი”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 19 ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.