გოგა ჩანადირი: დროა, კალაძის მიმართ ეს სიბინძურე დაამთავროთ – თან ბავშვებს ეხება ეს საქმე, უზნეობა და ზიზღი ისევ ჩვენ დაგვაზიანებს

არც თავიდანვე დამიჯერებია, არც ახლა მჯერა, რომ კახა კალაძემ იცოდა შოვში მოსალოდნელი სტიქიის შესახებ და შვილები ისე გამოარიდა, რომ დანარჩენი დამსვენებელ-მაცხოვრებლები არ გააფრთხილა,- ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

“მეგონა, კალაძის განმარტების შემდეგ ეს ცრუბრალდებები ჩაცხრებოდა, მაგრამ ვიღაცები ახლაც აგრძელებენ სიცრუის გავრცელებას. ნაწილი იმასაც კი ამბობს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლა გაეკეთებინაო.

როგორც წესი, ასე ფიქრობენ ისინი, ვინც თვითონ მართლა ამას გააკეთებდა ან მართლა პოლიტიკურად მოზიზღე-მოძულეა.

არ გეყოთ ამ სამარცხვინო ბრალდების გავრცელება? ნუთუ, ერთხელ მაინც არ დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს, რა ინტერესი ჰქონდა კახას, რომ სხვები არ გააფრთხილა და ამ ტრაგედიის პირისპირ შეჰყარა ხალხი? ნუთუ, ერთხელ მაინც არ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რომ ვიღაცამ თუ კახა გააფრთხილა, სხვები რატომ არ გააფრთხილა?

შვეულმფრენების ფრენები კონტროლდება და ამის დადგენაც მარტივია, კალაძემ ოჯახი გადააფრინა თუ არა შოვიდან. რომც არ კონტროლდებოდეს, სტიქიას შოვის სასტუმროდან უამრვი ადამიანი გადაურჩა და იმათთვის გეკითხათ, ჩამოფრინდა თუ არა შვეულმფრენი მეწყერამდე.
და რა, რომც ჩამოფრენილიყო, ალბათ, ეგეც იცით, რომ შვეულმფრენები ქირავდება და ყველას შეუძლია მისით სარგებლობა. მთავარია, ოჯახისთვის ბიუჯეტის ფული არ გამოიყენო.

დროა, კალაძის მიმართ ეს სიბინძურე დაამთავროთ. თან ბავშვებს ეხება ეს საქმე. უზნეობა და ზიზღი ისევ ჩვენ დაგვაზიანებს”,- წერს ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები