ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა სამღვდელოებასთან ერთად  სტიქიის ზონაში პანაშვიდი გადაიხადა

შოვში, ტერიტორიაზე, სადაც სტიქიის შედეგად 18 პირი დაიღუპა და დაკარგული 16 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგ ლიპარტელიანმა სამღვდელოებასთან ერთად პანაშვიდი გადაიხადა.

ეპისკოპოსის თქმით, სტიქიის მეორე დღიდან სამღვდელოება მაშველებისა და სამხედროების გვერდით იდგა.

„სტიქიის მეორე დღის დილიდან სამღვდელოება აქ იყო და ფაქტობრივად, ამ ადგილებს არ მოსცილებია. რითაც შეგვეძლო, ლოცვით თუ ფიზიკურად, ჩვენ გვერდი ვედექით ამ მამაც მაშველებსა და სამხედროებს. ბოლო დღეებში ყველას მოვუხმობდით, რომ მობრძანებულიყვნენ აქ და ერთად მონაწილეობა მიგვეღო გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდაში“, – განაცხადა  ეპისკოპოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები