ზურაბ ჯავახიშვილი: კატასტროფის პროგნოზირება, თუ ვგულისხმობთ კატასტროფის მასშტაბს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ჩვენს პირობებში
ექსპერტი და გეოფიზიკოსი ზურაბ ჯავახიშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სტიქიის მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო.
“კატასტროფის მიზეზი იყო მყინვარის ძლიერი დნობა და იქ მიმდინარე პროცესები. ეს კლდის ჩამოშლა იქნებოდა, ასეთი ვერსიაც განიხილებოდა, თუ სხვა მიზეზით, მაგალითად მყინვარული ტბის უეცრად ამოხეთქა კატასტროფის პროგნოზირება, თუ ვგულისხმობთ კატასტროფის მასშტაბს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ჩვენს პირობებში”, – განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.