“მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს” – რაჭის ტრაგედიის მორიგი მსხვერპლი

მოქალაქე მამუკა ცერცვაძე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული ახლობლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, დაკარგული კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული გენად სულთანიშვილია.

“ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი, სოფ. გლოლის მკვიდრი.

უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას.

ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მით უმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ! არის ანსამბლ “ბუბას”წევრი. უმაგრესი ადამიანი!

ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?

აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ახლაც იმიტომ ვპოსტავ რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს! კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!”,- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები