თემურ გვალია: მთელი “ნაცმოძრაობა” და მასთან შეხორცებული, მუწუკი პარტიების წევრები, ერთ ხმაში გაჰყვირიან, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყოო – სააკაშვილი თავად აღნიშნავს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო

მსახიობი თემურ გვალია, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებულებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარი და ტექნიკა საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა.

როგორც გვალია აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია ამ დოკუმენტის არსებობის მიუხედავად ამტკიცებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო. მისი თქმით, მსგავსი ქმედება აფერისტობაა და სწორედ ტყუილების გამო არ აქვს ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა.

“საბუთი სადაც სააკაშვილი თავად აღნიშნავს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო.. მთელი “ნაცმოძრაობა” და მასთან შეხორცებული, მუწუკი პარტიების წევრები, ერთ ხმაში გაჰყვირიან, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყოო.. ჯერ მარტო ამ აფერისტობისთვის ხართ ქვეყნიდან გასაყრელები.! დაიწყო ომი, დაიხოცა ქართველი მეომრები, ქვეყნის ნაწილი, 20% “დაუადა” პუტინს და განაგრძო არხეინი ცხოვრება! ასეთი ტყუილების გამო ვერ გიტანთ ქვეყნის მოსახლეობა! ხოდა კი დადიხართ მაგ სიმართლით!” – წერს თემურ გვალია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები