ისრაელის ქნესეთის სპიკერი – პაპუაშვილს: ქართველ ხალხს თანადგომას ვუცხადებთ
ისრაელის ქნესეთის სპიკერი ამირ ოხანა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.
როგორც წერილშია ნათქვამი, ისრაელის ქნესეთის სპიკერი კოლეგების სახელით, გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მის აღმატებულება შალვა პაპუაშვილს:
ძვირფასო კოლეგა, ღრმად დამამწუხრა ინფორმაციამ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი გამანადგურებელი მეწყერის შესახებ, რასაც ადამიანთა დაშავება და სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვა თან.
შოვის მაცხოვრებლების წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მჯერა რომ ისინი ძლიერებას და მხნეობას გამოიჩენენ უახლოეს დღეებში. ჩემი კოლეგების სახელით ქნესეთში, გარდაცვლილთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს და ქართველ ხალხს თანადგომას ვუცხადებთ, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”,- ნათქვამია წერილში.