“სადღაც მცირე შეგუბება შეიძლება იყო, მაგრამ ამან გავლენა ვერ მოახდინა მონაცემებზე” – თამაზ ყარალაშვილი
“წვიმა არის ძალიან ძლიერი ფაქტორი, დნობა არის ძალიან ძლიერი ფაქტორი და ამის ერთმანეთზე დამთხვევა სინერგიას იწვევს, ანუ გაჩნდა ძალა, რომელმაც უნდა წამოიღოს ეს ნაშალი მასალა”, – ამის შესახებ გლაციოლოგისა და გეოგრაფიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, თამაზ ყარალაშვილმა შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სადღაც მცირე შეგუბება შეიძლება იყო, მაგრამ ამან გავლენა მონაცემებზე ვერ მოახდინა.
“ჭანჭახზე აქვთ დაკვირვების პუნქტი. ბოლო წლებში დაკვირვების პუნქტი არსებობა ძალიან იშვიათობა. იქ რომ შეწყვეტა ყოფილიყო, მაშინ ამ დაკვირვების ფუნქცია დონეებად უნდა დაცემულიყო, რამდენჯერმე გარკვევით თქვეს, რომ დონეები არ დაცემულა, ანუ მუდმივად ხდებოდა მატება, ესა ნიშნავს, რომ სადღაც მცირე შეგუბება შეიძლება იყო, მაგრამ ამან გავლენა ვერ მოახდინა მონაცემებზე, რადგან არ დაფიქსირდა მონაცემებში. წვიმა არის ძალიან ძლიერი ფაქტორი, დნობა არის ძალიან ძლიერი ფაქტორი და ამის ერთმანეთზე დამთხვევა სინერგიას იწვევს, ანუ გაჩნდა ძალა, რომელმაც უნდა წამოიღოს ეს ნაშალი მასალა”, – განაცხადა თამაზ ყარალაშვილმა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. დღეს საქართველოში გლოვის დღეა.