ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველს ხალხს სოლიდარობას უცხადებს და შოვში მომხდარი მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო უსამძიმრებს.

„დღეს, როდესაც საქართველო გლოვობს შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ. კურთხეული იყოს მათი ხსოვნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები