“ნებისმიერი ინციდენტის დროს მყისიერად იწყება გამოძიება და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა” – თემურ მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიაზე, გამოძიების დაწყების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო გამოძიება. საქმე ორი მუხლითაა აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ეს არის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი და მეორე 240-ე მუხლი. ნებისმიერი ინციდენტის დროს მყისიერად იწყება გამოძიება და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 116-ე და 240-ე მუხლებით.