Hurriyet: პუტინი სტამბოლში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ჩავა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში, აგვისტოს ბოლო კვირას არის მოსალოდნელი.
ამის შესახებ თურქეთის პროსამთავრობო გაზეთი Hurriyet-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ლიდერსა და მის კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგშია – მარცვლეულის შეთანხმების განახლება; ორმხრივი კავშირები; თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები; ასევე თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზება.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 2 აგვისტოს შედგა, რომლის დროს ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
4 აგვისტოს ერდოღანმა განაცხადა, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის და დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.