შალვა პაპუაშვილი: არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა

“არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა – არ არსებობდა არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა”, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ სთხოვა სახელმწიფომ შოვში დახმარება მეზობელ ქვეყნებს.

პაპუაშვილის თქმით, ყველა ხედავს, სტიქიის ზონაში თუ რა რაოდენობის ტექნიკა, მაშველები და სამხედროები არიან მობილიზებულნი.

„არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა. ჩვენც ვეხმარებით ჩვენს მეზობლებს, როცა საჭირო არის და მეზობლებიც დაგვხმარებიან მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში – ურთიერთდახმარება. ახლა არ იყო საჭიროება. თქვენ ხედავთ, რა რაოდენობის ტექნიკა, მაშველები და სამხედროები არიან მობილიზებულნი“, – განმარტა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები