გოჩა ენუქიძე: სტიქიის ზონაში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს –  17 გარდაცვლილიდან 12 იდენტიფიცირებულია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 17 გარდაცვლილიდან 12 იდენტიფიცირებულია.

“ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ღამითაც გრძელდებოდა სამუშაოები. 17 ცხედარი აღმოჩენილია და გადაყვანილია ქუთაისში პროზექტურაში. 6-ის იდენტიფიცირება მოხდა პოლიციის მიერ, და 6 მათგანის ოჯახის მიერ. 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება.

ხიდის აღდგენამ ტექნიკის მოძრაობა გაამარტივა.  ორი მიმართულებით მიდის გზის აღდგენა. პრიორიტეტია მოძიებითი სამუშაოები. ტექნიკა 15 ერთეული მუშაობს”,- აღნიშნა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები