ბულგარეთის საგარეო უწყება: შეძრწუნებული ვართ შოვში დამანგრეველი მეწყერის ამბებით, ფიქრებით და ლოცვით საქართველოს ხალხთან ვართ
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„შეძრწუნებული ვართ შოვში დამანგრეველი მეწყერის ამბებით. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით საქართველოს ხალხთან ვართ და იმედი გვაქვს დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
Overwhelmed by the news of the devastating landslide in #Shovi, Georgia. Our thoughts and prayers are with the people of 🇬🇪, as we hope for a speedy recovery for the injured. @MFAgovge @iliadarch
— MFA Bulgaria (@MFABulgaria) August 5, 2023