იან ლიპავსკი: ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, – წერს იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
I am deeply saddened by the tragedy in Shovi in Georgia 🇬🇪. My heartfelt condolences go to the families and friends of the deceased. I wish a speedy recovery to the injured.
— Jan Lipavský (@JanLipavsky) August 4, 2023