ნიდერლანდების საელჩო საქართველოში შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში გამოხატავს ღრმა მწუხარებას შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულების მოძებნა უახლოეს ხანში მოხდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.