ირლანდიის საელჩო შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
ირლანდიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ მიმდინარე სამაშველო სამუშაოები უზრუნველყოფს უგზო-უკვლოდ დაკარგულების ან ჩარჩენილებს სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
The Embassy of Ireland extends heartfelt condolences for the lives lost in the recent landslide in Shovi.
We express hope that the ongoing rescue efforts will ensure that those missing or stranded can safely return home. https://t.co/Q2Ed2nb4pM
— Ireland in Bulgaria (@IrlEmbSofia) August 4, 2023