ზელენსკი: ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს.

სახელმწიფოს მეთაური განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები