აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები