“მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს” – საფრანგეთის საელჩო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საფრანგეთი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლების მიმართ.

ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

“საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყერის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები