აზერბაიჯანი საქართველოს შოვში სამაშველო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილს დაუკავშირდა და შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

აზერბაიჯანელმა მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო, მათ ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს უახლოეს მომავალში იპოვიან.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის გვერდით უდგას საქართველოს და მზად არის გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება სამაშველო სამუშაოებში და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში.

აღნიშნულია, რომ ილია დარჩიაშვილმა კოლეგას გამოჩენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები