“ჩემი მტკიცე სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში” – სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი საქართველოს დასავლეთ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული კატასტროფის გამო, რომელმაც უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა და არსებითი დაზიანება გამოიწვია. ჩემი მტკიცე სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში. ვიმედოვნებ, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები, რომლებიც კვლავ სტიქიის ზონაში არიან, შეძლებენ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები