უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს – ირაკლი კობახიძე
„უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი“,- წერს კობახიძე.