“თანაგიგრძნობთ, საქართველო” – თურქეთის საელჩო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება
საქართველოში თურქეთის საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
ამის შესახებ დიპლომატიური მისიის “ფეისბუქ” გვერდზეა ნათქვამი.
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ საქართველო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.