“ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს”- სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შოვშო მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობას და მოთმინებას უსურვებას, ხოლო ქართველ ხალხს და მთავრობას ამ ტრაგედიას უსამძიმრებს.
ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს არარატ მირზოიანი.