ტრამპი: ვაშინგტონში მივემგზავრები, სადაც დამაკავებენ იმისთვის, რომ კორუმპირებულ, გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს დავუპირისპირდი
ახლა ვაშინგტონში მივემგზავრები, სადაც დამაკავებენ, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
„ახლა ვაშინგტონში მივემგზავრები, სადაც დამაკავებენ იმისთვის, რომ კორუმპირებულ, გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს დავუპირისპირდი. ეს დიდი პატივია, ვინაიდან, მე თქვენთვის მაკავებენ. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი!!!“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს – 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მოტყუებით შეცვლის მცდელობაში. ტრამპი ვაშინგტონში, სასამართლოში 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.