“სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული” – დონალდ ტრამპს 2020 წლს მოვლენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს – 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მოტყუებით შეცვლის მცდელობაში.

ტრამპი ვაშინგტონში სასამართლოში 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.

უპარტიო სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა, რომელიც ხელმძღვანელობდა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამოძიებას, ტრამპს ბრალი ოთხ პუნქტში წაუყენა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით; შეთქმულება ოფიციალური პროცედურების შეფერხებისთვის; ოფიციალური პროცედურების დაბრკოლება და ხელის შეშლის მცდელობა; შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.

ეს არის მესამე და ყველაზე იმ მძიმე ბრალდებებიდან, რომელიც ტრამპს წაუყენეს, რომელიც ჯერჯერობით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

საბრალდებო დასკვნაში, რომელიც წარედგინა ვაშინგტონის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს, ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი ჰქონდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენა და „ავრცელებდა ტყუილს“, რომ მან ისინი მოიგო.

”ეს მტკიცებულებები იყო მცდარი და ბრალდებულმა იცოდა, რომ ისინი მცდარი იყო”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის გუნდმა ბრალდებას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა უწოდა.

მათი თქმით, ეს არის „კუდიანებზე ნადირობაა“ და მათ ნაცისტურ გერმანიას ახსენებს.

თავად ტრამპმა ახალი საბრალდებო დასკვნის ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა: „გავიგე, რომ გიჟი ჯეკ სმიტი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით, კიდევ ერთ ცრუ ბრალდებას უყენებს თქვენს საყვარელ პრეზიდენტს, მე“.

ჯეკ სმიტმა ჟურნალისტებთან მოკლე გამოსვლაში საბრალდებო დასკვნის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმი პროვოცირებული იყო „ბრალდებულის ტყუილით, რომლის მიზანი იყო შეერთებულ შტატებში ძალაუფლების ფუნქციონირების საფუძვლების შერყევა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები