“გაგუდა მანქანის სალონში და ენგურჰესის წყალსაცავში ჩააგდო” – აინარ წვიჟბამ ნათია ბახტაძის მკვლელობა აღიარა

ოკუპირებულ გალის ე.წ. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული,  28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ე.წ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჩამჩირის მკვიდრმა, 25 წლის აინარ წვიჟბამ ახალგაზრდა ქალის მკვლელობა აღიარა.

კერძოდ, ​28 ივლისს გალში ნათია ბახტაძე ჯერ Lexus GX 470-ის სალონში მოკლა და შემდგომ მდინარე ენგურჰესის წყალსაცავში გადააგდო.

ამჟამად, ცხედრის ძებნა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები