რუსეთმა “არამეგობარი ქვეყნების” სიაში კიდევ ერთი ქვეყანა დაამატა

რუსეთმა “არამეგობარი ქვეყნების” სია გააფართოვა და შეერთებული შტატების, ჩეხეთის, საბერძნეთის, დანიის, სლოვენიის, ხორვატიისა და სლოვაკეთის შემდეგ, მასში ნორვეგია შეიყვანა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, “რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების მიმართ, არამეგობრული ქმედებების მქონე სია” ნორვეგიით გაფართოვდა.

“ასეთ სიაში შეყვანილი დიპლომატიური მისიებისთვის შეზღუდულია რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საელჩოების, საკონსულოების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობითი ოფისებისა და თანამშრომლების დაქირავების შესაძლებლობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები