“არც პუტინი და არც ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის” – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ უკრაინაში ომის ჭრილში სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობოდა, თქვა, რომ აგრძელებს მუშაობას ომის შესაჩერებლად, მაგრამ “არც პუტინი და არც ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის”.

ამის შესახებ მან უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, – წერს Reuters-ი.

ლულას თქმით, ბრაზილია და სხვა ნეიტრალური ქვეყნები ამზადებენ სამშვიდობო წინადადებებს, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შეუძლიათ – გამოიყენონ მაშინ, როდესაც მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის.

ლულა და სილვას არასოდეს უსაუბრია სამშვიდობო წინადადებების დეტალებზე, თუმცა, ხაზი გაუსვამს, რომ ისინი სხვა ქვეყნებთან ერთად მუშავდება და მათ შორის ჩინეთს და თურქეთს ასახელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები