„ასეთი შეცდომები არ უნდა მოხდეს“ – მატეუშ მორავეცკი პოლონეთის ელჩის უკრაინაში გამოძახებაზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მკაცრად დაგმო კიევის გადაწყვეტილება პოლონეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახების შესახებ.

მისი თქმით, ასეთი შეცდომები არ უნდა მოხდეს.

მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა რუსეთის შეჭრის დღეს, უკრაინის საგარეო უწყებაში არასოდეს უნდა დაებარებინათ.

„საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, – წერს პოლონეთის მთავრობის მეთაური Twitter-ზე.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს.

ამის საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები