პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინის ელჩი პოლონეთში მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.
მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს.