ანა მალიარი: უკრაინის აღმოსავლეთში სასტიკი ბრძოლები გრძელდება
მტერი აღმოსავლეთში სამი მიმართულებით უკრაინის პოზიციებზე შტურმს ცდილობს, სასტიკი ბრძოლები გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტები წარუმატებლად უტევენ უკრაინელი დამცველების პოზიციებს კუპიანსკის, ლიმანისა და სვატოვის მიმართულებით.
„რაც შეეხება აღმოსავლეთს, მტრის ყველაზე დიდი შეტევები მართლაც კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებაზეა, მაგრამ სვატოვის მიმართულებაზეც ცდილობენ შტურმით შეაღწიონ. დღეს, იქ, მთელი დღე ვიგერიებთ მტრის თავდასხმებს… ეს არის ძალიან სასტიკი და სერიოზული ბრძოლები. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაცია დაძაბულია“, – განაცხადა მალიარმა.