ლუკაშენკოს უნდა, ბელარუსის არმიაში “ვაგნერელები” დატოვოს

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სურს, რესპუბლიკის არმიაში “ვაგნერის” მებრძოლები კონტრაქტით დატოვოს.

ლუკაშენკოს განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

“ბელარუსში მათი განთავსება ჩემი ინიციატივა იყო და არ ვნანობ. მინდა, დავტოვო ეს ბიჭები ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.  წვევამდელები გვყავს, გაწვევა: წელიწად-ნახევარი იმსახურე – წადი. თვითონ ვიყავი ასე. მწვანე ბიჭები არიან, 18 წლის. იქ კი გამოცდილი ხალხია, ძირითადად – ოფიცრები არიან, ეს მათი პროფესიაა – ბრძოლა ან ქვეყნის დაცვა. ამბობენ, უფრო იაფიც არის ასე”,- თქვა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ “ვაგნერის” ზოგიერთი შენაერთი რუსეთის რეგულარულ არმიაში გადაიყვანეს ზოგიერთი აფრიკაში მუშაობს და გარკვეული ნაწილი ბელარუსში დარჩება.

მან ასევე მოუწოდა ბელარუსებს, არ ინერვიულონ ბოლო წლებში არმიის საბრძოლო მომზადებისადმი გაზრდილი ყურადღების გამო.

„ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, ჩვენ არ ვისწრაფვით ომისკენ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ მტერი დაინახავს, ​​რომ ჩვენ ვუპასუხებთ და მათ აუანაზღაურებელი დანაკარგი მიადგებათ, მათთვის მიუღებელი, მაშინ არასოდეს გაილაშქრებენ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები