აშშ მზად არის, ფხენიანს მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების გამო სანქციები დაუწესოს
შეერთებული შტატები არ დააყოვნებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა ფხენიანს რიგი სანქციები უკვე დაუწესა ასევე მთელს მსოფლიოში იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების გამო.
”მომავალშიც ამას დაყოვნების გარეშე გავაკეთებთ”, – თქვა მან.
ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის სანქციების დაწესებაა მომავალში შესაძლებელი.