ავღანეთში პასპორტების აღებაზე შეზღუდვა დაწესდა

ავღანეთის ე.წ. ხელისუფლებამ პასპორტების აღებაზე შეზღუდვები დააწესა, კერძოდ, ისინი არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის ნებართვა არ აქვთ.

ამის შესახებ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აბდულ მათინ კანიმ Twitter-ზე დაწერა.

პასპორტის გაცემაზე უარს მიიღებენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს სამოქალაქო სამართალდარღვევა ან ეკონომიკურ სფეროში დანაშაული, ასევე მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ.

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე დასძინა, რომ ბავშვებს ეკრძალებათ პასპორტის აღება მშობლების ან ადვოკატის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები