“თალიბანმა” მუსიკა “ამორალურად” გამოაცხადა და, საჯაროდ, მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვა

“თალიბანის” მთავრობამ საჯაროდ მუსიკალური ინსტრუმენტები დაწვა და, ზოგადად, მუსიკა “ამორალურად” გამოაცხადა.

ამის შესახებ სააგენტო Bakhtar წერს.

მუსიკალური ინსტრუმენტები სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა დასავლეთ ავღანეთში, ჰერატში დაწვეს.

მათ განაცხადეს, რომ მუსიკა „რყვნის შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდობას და ანგრევს საზოგადოებას“.

კერძოდ, ე.წ.უწყების წარმომადგენლებმა დაწვეს – დრამი, გიტარა და კიდევ რამდენიმე სიმებიანი ინსტრუმენტი, გამაძლიერებლები და სხვა მუსიკალური აპარატურა. ინსტრუმენტების უმეტესობა ჰერატის საქორწილო დარბაზებიდან იყო ამოღებული.

2021 წლის აგვისტოში, “თალიბანის” სპიკერმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა The New York Times-ს განუცხადა, რომ იგეგმება მუსიკის საჯაროდ შესრულება, რადგან, მათი აზრით, ეს “ისლამის ნორმებს” არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები