“მოსკოვში დრონების თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები” – პესკოვი
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მოსკოვზე დრონების მორიგი იერიშის კომენტირებისას თქვა, რომ საფრთხე აშკარაა და შესაბამისი ზომები მიიღება.
„გუშინ მე ვთქვი, რომ ექსპერტული თვალსაზრისით ამაზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ. მართლაც, საფრთხე არსებობს, ის აშკარაა, ზომები მიიღება“, – თქვა მან.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რა დასკვნებს აკეთებს კრემლი და რა შემთხვევაში იქნება საჭირო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.
გამთენიისას მოსკვა-სითის ტერიტორიაზე დრონი მაღალსართულიან შენობას შეეჯახა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიდევ ორი დრონის მოგერიება მოსკოვის გარეუბანში მოახერხეს.