გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა

„ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა, მათ შორის, ყველა წევრს, რომელიც აქ იყო გაერთიანებული და სულ მიმაჩნდა, რომ დარჩიაშვილს ყველაზე ნაკლებად ახასიათებდა ეს არაადამიანური და სადისტური დამოკიდებულება, ადამიანის მიმართ ასეთი შეფასებების გაკეთება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის “ფეისბუქ” პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დარჩიაშვილთან მიმართებით შეფასებაში ცდებოდა.

„აბსოლუტურად უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ადამიანის ასე მოკვდინება წამება და დახვრეტა, ამას თუ ოდესმე ვინმე დაუჭერდა მხარს, ერთადერთი ნიშანი შეიძლება, ამას ჰქონოდა, რომ ის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია. სხვა ადამიანი რა პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, ამას არანაირად არ იკადრებს. ეს მხოლოდ უზნეობა არ არის, ეს არის შინაარსი, რომლითაც ამ პოლიტიკურმა პარტიამ იცხოვრა და კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც აქ არის გაერთიანებული. ყველაზე ვერ ვიტყვი, ვერც დარჩიაშვილზე წარმომედგინა, მეგონა, რომ ის რაღაც ასე თუ ისე ინტელექტუალურ ნაწილს წარმოადგენდა ამ მავნე პოლიტიკური ორგანიზაციის, თურმე ვცდებოდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები